ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ კოალიციას არ განვიხილავთ” -ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით,  მმართველი გუნდის მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნას გამორიცხულია. ამის შესახებ ოხანაშვილთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ კოალიციას არ განვიხილავთ. გთავაზობთ ნებისმიერ ჟურნალისტს, გავიდეთ ქუჩაში და გამოვკითხოთ ჩვენი საზოგადოება თუ რამდენად ენდობიან “ქართულ ოცნებას” და აქვს თუ არა ნდობა სხვა ძირითადად მავნე პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ასპარეზზე. საუბარი კოალიციაზე, ამ მხარდაჭერიდან გამომდინარე, რომელიც მმართველ გუნდს აქვს, არ განიხილება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: ქართული ოცნება – 39%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 16%; ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 5% მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

იტვირთბა....