“მე მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, უფრო სწორად რამდენიმე ტელევიზიის ჩემს მიმართ ბულინგით. თუ თქვენ არ გესმით ქართული, ეს თქვენი პრობლემაა. თუ წინადადებას ვერ კითხულობთ ბოლომდე, ესეც თქვენი პრობლემაა. მე გამასაღოთ როგორც მოძალადე, ეს არის ძალიან სასაცილო.
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას ჟურნალისტებთან განმარტავს, რომელმაც პოლიტიკოსებში და საზოგადოების ნაწილში დიდი კრიტიკა გამოიწვია.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე პირვეი კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა. როგორც სალომე ზრაბიშვილმა თქვა, “მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული.”