ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა, მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ჯგუფურ ძალადობაში”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს, რომელმაც პოლიტიკოსებში და საზოგადოების ნაწილში დიდი კრიტიკა გამოიწვია.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, მას არ უთქვამს, რომ ერთი-ერთზე ჩხუბია ვაჟკაცობა და მისი განცხადების ინტერპრეტაცია მოხდა.

“მე მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, უფრო სწორად რამდენიმე ტელევიზიის ჩემს მიმართ ბულინგით. თუ თქვენ არ გესმით ქართული, ეს თქვენი პრობლემაა. თუ წინადადებას ვერ კითხულობთ ბოლომდე, ესეც თქვენი პრობლემაა. მე გამასაღოთ როგორც მოძალადე, ეს არის ძალიან სასაცილო.

მე რაც ვგულისხმე, არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა არის კარგი. მე ცხუბი და ძალადობა არ მითქვამს, მე ვთქვი, რომ ერთი-ერთზეა ვაჟკაცობა. ცხოვრებაში ყველაფერი არის ერთი-ერთზე, ესაა ლაპარაკი, სიყვარული… არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, არ არის ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა არის აღიარებაში და ამაზე უნდა გეფიქრათ და ვაჟკაცობა არის მონანიებაში, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე პირვეი კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა. როგორც სალომე ზრაბიშვილმა თქვა, “მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული.”

 

იტვირთბა....