მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი მიშა მშვილდაძე არჩევნებს გადამწყვეტ დღედ აფასებს და ამბობს, რომ მოსახლეობა არჩევნებზე მობილიზებული უნდა იყოს. ამის შესახებ მან გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.
“პოლიტიკა სტრატეგიული თამაში რომ იყოს, მისი მხრიდან ლოგიკური იქნებოდა შემდეგი სახის გადაწყვეტილება – რომ თავის ხმით გააძლიეროს ის, ვინც დააბალანსებს იმას, ვისიც ეშინია უფრო მეტად, ვიდრე არსებულის. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ არ მისცეს სრული ძალაუფლება იმას, ვისიც ეშინია და ეს ძალაუფლება გაუნაწილოს სხვებს. ხელისუფლება ვარგისიანობის ვადის მიღმა გადის.
ხელისუფლებები არ იცვლება საგარეო პოლიტიკით, მთავარია აქ, შიგნით რა ხდება. 54% ამბობს, რომ ინტერესი მაღალია და ეს დღე გადამწყვეტია. ძალიან ბევრი ხალხი თუ მივა არჩევნებზე ეს იქნება ცვლილებების არჩევნები. პროპორციული იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლება დამარცხდეს” – განაცხადა მშვილდაძემ.