ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე რატომ ითხოვენ დაკავებულთა ადვოკატები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძისა და ვახო ახვლედიანის გამოკითხვას – უარის შემთხვევაში, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები მოწმის სახით გამოკითხული პირების გამოკითხვას ითხოვენ, მათ შორისაა, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, გურამ ამირხანაშვილის, კოკო ღიბრაძის და ვახო ახვლედიანი. ამის შესახებ ვასილ მამულაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მამულაშვილი აცხადებს, რომ თუკი, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებენ, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ. მისივე თქმით, მოწმეებთან, რომლებმაც ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს, დაცვის მხარეს კითხვები აქვს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რასთან დაკავშირებითაც მათთვის საგამოძიებო უწყებას კითხვები არ დაუსვამს. ადვოკატები მოწმის სახით გამოსაკითხ პირებს უწყებას დღეს გაუგზავნიან.

იტვირთბა....