ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატები იაკობ ბრეგვაძისა და ვახო ახვლედიანის გამოკითხვას აპირებენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები არაგვის ხიდთან დაპირისპირების დროს მყოფი პირების გამოკითხვას ითხოვენ.

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მოწმეებთან, რომლებმაც ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს, დაცვის მხარეს აქვს კითხვები.

მისი თქმიტ, ადვოკატები აპირებენ გამოკითხონ  გურამ ამირხანაშვილი, კოკო ღიბრაძე, ვახო ახვლედიანი და იაკობ ბრეგვაძე, რომლების ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ.

მამულაშვილის განმარტებით, ადვოკატები მოწმის სახით გამოსაკითხ პირებს უწყებას დღეს გაუგზავნიან, ხოლო თუკი, აღნიშნული პირები გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებენ, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.

 

იტვირთბა....