ახალი ამბები მთავარი

პარლამენტმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონპრპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

83 მომხრე, ერთი წინააღმდეგი – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი მეორე მოსმენით უყარა.

კომპრომისული დოკუმენტი, რომელზეც ბიზნესი, პარლამენტი და კომუნიკაციების კომისია შეთანხმდნენ სადავო საკითხებს აღარ ითვალისწინებს.

როგორც ინიციატორები და ცვლილებების ავტორები აცხადებენ, დოკუმენტში მთავარი მიზნები უცვლელი დარჩა. სახელმწიფო ინტერესები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სტაბილურობას, მომხმარებლის უფლებებს და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას უკავშირდება.

კანონს ემატება მუხლი, რომლითაც შემოდის დროებითი მმართველის ინსტიტუტი. მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილებას კი კომუნიკაციების ეროვნული კომისია იღებს. ეს საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაფრთხილება და სამი სანქცია, კომპანიის მიერ დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი არ იქნება. კანონპროექტი კანონად, სავარაუდოდ, ხვალ იქცევა.

იტვირთბა....