ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ლიზი ნადირაძისგან გავიგე” – მარიამ ხატისკაცი

შსს-ში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის მარიამ ხატისკაცის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ხატისკაცმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-ს მასთან კითხვები სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ჰქონდა.

“სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დაადგინეს რაღაც დეტალები და სოციალური ქსელები შეამოწმეს, მიმოწერასთან დაკავშირებით იყო კითხვები”, – განაცხადა მარიამ ხატისკაცმა.

ხატისკაცის თქმით, შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ამავე საქმის ერთ-ერთი მოწმის ლიზი ნადირაძისგან გაიგო.

“თემქაზე ვიყავი კი. ლიზი ნადირაძისგან გავიგე. ლიზიმ გაიგო ინფორმაცია ხალხისგან იმიტომ, რომ ვინებიც იყვნენ დაგვირეკეს იქ ვეღარ მივდივართო და აქედან გამომდინარე”,- განაცხადა ხატისკაცმა.

ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეების გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იტვირთბა....