თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 60 წლის მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.
აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლებმა, დაახლოებით ერთი საათის წინ, გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა, მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია.
ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახენებთ, აღმაშენებლის გამზირის ამავე ეზოში რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი იპოვეს საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი 27 წლის ვახტანგ გულუა ნახეს, რომლის ოჯახი ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას.