მთავარი ციტატა

“ლუკა სირაძის მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას სხვა ჩართული პოლიციელების მხრიდანაც”- ნინო ლომჯარია

“რადგან ჩვენც ვსწავლობთ ამ საქმის მასალებს და ნამდვილად ვხედავთ არა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე, სხვა ტიპის გადაცდომებს, რომელსაც დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაში. როგორც საქმის მასალებიდან გამომდინარე ვიცით, ბავშვის მიმართ ზეწოლას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან, არამედ სხვა ჩართული პოლიციელების მხრიდანაც.”

ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველი

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ლუკა სირაძის საქმესთან დკაავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის დეკემბერში, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

 

იტვირთბა....