ლაშა კომახიძემ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
ბათუმის ახლა უკვე ყოფილმა მერმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არის სწორი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და თანამშრომლებს.
„მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის სწორი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით. სიტყვა ყველაში, პირველ რიგში, მე ვგულისხმობ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქისა და იმ დაწყებული პროექტების უმტკივნეულოდ გაგრძელებას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მერიის სისტემიდან, საკრებულოდან, მრჩეველთა საბჭოდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი სიკეთე გავაკეთეთ ამ ქალაქისთვის. სტრატეგიული, ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით, სპორტისა და კულტურის მხრივ განხორციელებული პროექტებით. მინდა მადლობა გადავუხადო “ქართული ოცნების” გუნდს, ვისთან ერთადაც არაერთი გამარჯვება მოგვიპოვებია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომდგენლებს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც ამ სამი წლის განმავლობაში დამაკავშირა სამუშაო ვითარებაში ამ პოზიციამ. და ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, რომლებიც ყოველთვის მოთმინებით, ერთგულად იდგნენ ჩემს გვერდი“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.