მთავარი ციტატა

“ექსპერტებს სურთ, მოხდეს დაკავებულის ვიზუალური დათვალიერება, აქვს თუ არა დაპირისპირების დროს მიყენებული დაზიანებები”- შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

“ექსპერტებმა გამოთქვეს სურვილი, მოხდეს დაკავებულის ვიზუალური დათვალიერება, რომელიც დაადგენს, აღენიშნება თუ არა დაზიანება, რომელიც შესაძლოა მიეღო ხიდთან მომხდარი დაპირისპირების დროს. ჩვენ ვაძლევთ უფლებას, რომ დაათვალიეროს ექსპერტიზამ და ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, როგორც ზ.ხ.-მ განაცხადა, მას მონაწილეობა არ მიუღია დაპირისპირებაში და შესაბამისას, მას აქედან მიღებული დაზიანებები არ აქვს.”

გიორგი გელხაური – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ=ის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

არასრულწლოვნის ექპერტიზა გლდანის მერვე განყოფილებაში ცოტა ხანში დაიწყება, რომლითაც ცნობილი გახდება, აქვს თუ არა ბრალდებულს ხიდზე მომხდარი დაპირისპირებიდან მიყენებული დაზიანებები. 

იტვირთბა....