ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მას ყველაფერი ახსოვს, თუმცა ამ ეტაპზე, საუბარი არ შეუძლია” – გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი

ცოტნე გამსახურდია ამჟამად გერმანიაში, ჰაიდელბერგის კლინიკაში მკურნალობს. მას ყველაფერი ახსოვს, თუმცა ამ ეტაპზე, საუბარი არ შეუძლია – ამის შესახებ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა განაცხადა.

მისი თქმით, ცოტნე გამსახურდია არის აბსოლიტურად ადეკვატური ყველაფერზე და მასთან მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფება მისი მეუღლე ანა ჯაბაური.

„ცოტნე გამსახურდია ამჟამად გერმანიაში, ჰაიდელბერგის კლინიკაში მკურნალობს. მას ყველაფერი ახსოვს, თუმცა ამ ეტაპზე, საუბარი არ შეუძლია, ამ ფაზაზე არ არის პრობლემა, ის აბსოლიტურად საღად რეაგირებს ყველა კომუნიკაციაზე. აქვს გარკვეული რეფლექსური პრობლემები, რაც იმის ბრალია, რომ დიდი ხნის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო, არის აბსოლიტურად ადეკვატური ყველაფერზე, მასთან მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფება მისი მეუღლე ანა ჯაბაური. იმედი გვაქვს, რომ ცოტნე გამსახურდია ძალიან მალე შეძლებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს, როგორც სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ადვოკატმა.

იტვირთბა....