სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, საქმის გამოძიება 2-3 კვირაში ვერ და არ დასრულდება.
„საქმესთან დაკავშირებით მოგვმართა ერთერთმა მონაწილემ. დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ვმუშაობთ და როგორც კი შემაჯამებელი სურათი დაიხატება, მოგაწვდით ინფორმაციას“ – განაცხადა თოლორაიამ.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, არასრულწლოვანზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა მოხდა.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.