ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ოფიციალური Facebook-გვერდი გატეხეს.
როგორც ბიბლიოთეკაში აცხადებენ, გვერდი წაშლილია რუსული ექაუნთით.
გიორგი კეკელიძის განცხადებით, ის უახლოეს დროში მიმართავს შსს-სა და Facebook-ის ადმინისტრაციას.