19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხული მეგობარი, ლუკა გოგავა აცხადებს, რომ შაქარაშვილს მცხეთაში, დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი მოსწონდა.
რაც შეეხება თავად მარიამ ხატისკაცს, ის instagram გვერდზე გიორგი შაქარაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: “you are in my heart and i love you more than ever. შენ ჩემს გულში ხარ და მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს.”