ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ორი ყოფილი მინისტრი მაჟორიტარად – ვის კანდიდატურას განიხილავს „ქართული ოცნება“

“ქართული ოცნება” მაჟორიტარების კანდიდატებად დავით სერგეენკოს და სოზარ სუბარს განიხილავს. ამის შესახებ “ქრონიკა” იუწყება. ამასთან, კანონის შესაბამისად, ქალების მონაწილეობასაც უზრუნველყოფს. მმართველი პარტიის ლიდერები წინასწარ დეტალებზე არ საუბრობენ

სიაში სავარაუდოდ არ იქნებიან კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი. ასევე , საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის მოადგილე შესაძლოა მამუკა მდინარაძე გახდეს.

მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა თვის ბოლომდე გახდება ცნობილი, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

იტვირთბა....