ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძეს სიხისტე არ ახასიათებს, თუ საქმე პრინციპულ საკითხებს არ ეხება” – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით,  ირაკლი კობახიძეს სიხისტე არ ახასიათებს, თუ საქმე პრინციპულ საკითხებს არ ეხება. აღნიშნულის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციის განცხადებები უსუსური და სასაცილოა.

„ირაკლი კობახიძეს აქვს შესანიშნავი მონაცემები კოორდინატორის, ორგანიზატორის. საკმაოდ დადებითი ადამიანია, არავითარი სიხისტე მას არ ახასიათებს, თუ ეს არ ეხება პრინციპულ საკითხებს – ეს ყველას გვახასიათებს. მთავარი რაც უნდა იცოდეთ, ერთი ადამიანის ხასიათი, თუნდაც, ჩემი ხასიათი, გარკვეული ნაკლოვანებები არ განაპირობებს იმას, რომ შტაბი აირჩევს გარკვეულ მიმართულებას იმ ხასიათის მიხედვით, რომელიც გააჩნია რომელიმე ჩვენგანს. ასე რომ, ოპოზიციის ეს განცხადებები უსუსურიც არის და სასაცილოც. იუმორის გრძნობაც ბევრს გაგვაჩნია, გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე ჩვენი ოპონენტების რიგებში ადამიანებს აქვთ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე გუშინ დაინიშნა.

იტვირთბა....