ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში თურქეთის საზღვრის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ბათუმში თურქეთის საზღვრის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

თურქეთში დასაქმებული ქართველები აცხადებენ, რომ თუ თურქეთთან საზღვარი არ გაიხსნება, ისინი სამსახურებში ვერ დაბრუნდებიან და შესაბამისად, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

იმ შემთხვევაში თუ საზღვარი არ გაიხსნება, მოქალაქეები მთავრობას,  არა ერთჯერადი სამასლარიანი, არამედ მრავალჯერადი დახმარებას სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ აქცია თბილისშიც გაიმართა. საკრებულოსთან, რეგულარული ფრენების განახლებისა და საზღვრების გახსნის მოთხოვნით, ბიზნესმენები და გაერთიანებული ტურიზმის ორგანიზაციის ლიდერები შეიკრიბნენ.

იტვირთბა....