“გადავარჩინოთ ტურიზი” – თბილისში რეგულარული ფრენების განახლებისა და საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია-პერფრომანსი იმართება.
მშვიდობიან აქციას ბიზნესმენები და გაერთიანებული ტურიზმის ორგანიზაციის ლიდერები მართავენ.
აქციაზე ასევე იმყოფებიან “მოგზაურთა კლუბის” წევრებიც.
მათი მოთხოვნაა, გაიხსნას რეგულარული საჰაერო რეისები და გაუქმდეს საკარანტინო სივრცეები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა “მეტრონომის” რეპორტიორს განუცხადეს, რომ ჩაკეტილმა საზღვრებმა ეკონომიკა გაანადგურა და ბიზნესი შეაფერხა.
Gepostet von მეტრონომი • Metronome am Mittwoch, 15. Juli 2020