“მოძრაობა ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, გურიაში ან თბილისის რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას ფიქრობს. ამის შესახებ დოლიძემ რადიო “პალიტრის” ეთერში, გადაცემა “შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.
„მაჟორიტარად ჩემს კანდიდატურას განვიხილავ და კონსულტაციებსაც ვაწარმოებ. არა მარტო თბილისზე, გურიაზეც ვფიქრობ. ვიქნები ან თბილისში ან გურიაში. თბილისში ოლქი შერჩეული არ მაქვს, ჯერჯერობით ვფიქრობ. ამიტომაც ვმუშაობ მოსახლეობასთან. ისე არ ვარ, რომ დედამიწაზე მე ვიცი ყველაფერი და ხალხი არ მჭირდება. ჩვენს მანიფესტშიც ეს წერია, ხალხისგან უნდა იყოს დაკვეთა. მაჟორიტარობას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ახლა ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა დღეს იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა. ამაზე ვმუშაობ“, – განაცხადა დოლიძემ.