„ჩვენ ხომ კორიდაზე ვართ?! ეს არ არის ცივილიზებული პოლიტიკა. ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს. ოპოზიცია რაღაც ტაქტიკურ წარმატებას კი აღწევს ხოლმე, მაგრამ მართლა ხარივით იქცევა. აუფრიალებენ კობახიძეს, გამოვარდებიან და მართლა ხარივით ისტერიკაში ვარდებიან. ეს არის კობახიძის ფუნქცია. ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება, ჩვენ გვექნება ძალიან აგრესიული საარჩევნო კამპანია. კობახიძე ბიძინასთვის არის არცთუ სტაბილური ფსიქიკის ადამიანი, რომელსაც, ერთის მხრივ, ბიძინა აფრიალებს ქართულ პოლიტიკაში და მეორე მხრივ, ექსპერიმენტებს ატარებს. მას უყვარს ასეთი ფსიქოტიპით მანიპულირება.”
გია ხუხაშვილი – ექსპერტი
ამის შესახებ ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.