გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სკვერების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. გლდანის ხევში სამი ახალი სკვერი იქნება, მათ შორის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა.
პროექტის შედეგად, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 74 290 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მუქაუტაძე, მაჟორიტარ დეპუტატ კობა კობალაძესთან ერთად გაეცნო.