სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
უწყების ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სასიკვდილო ჭრილობა მიიღო ორმა სამხედრომ.
მანამდე, სომხეთის თავდაცვის უწყებამ, ასევე ორი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
მსხვერპლი არის აზერბაიჯანის მხარესაც.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა.