გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი, თენგიზ ბარბაქაძე აცხადებს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში სცემეს. ამის შესახებ მან მეგობარს მოკლეტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. ეს მიმოწერა საქმის მასალებში დევს. მამაკაცი მეგობარს უყვება, რომ პოლიცის განყოფილებაში სასურველი ჩვენების მიღების მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოკლეტექსტური შეტყობინება “ტვ პირველმა” გაასაჯაროვა.
ბარბაქაძის მეგობარი არასრულწლოვანია. ის დაკითხვის დეტალებით ინტერესდება:
– მომიყევი გთხოვ…
– რა უნდა მოგიყვე?
– დაკითხვაზე რა ხდებოდა, მირტყესო რო თქვი, ჩხუბის დროს…
– ჩხუბის დროსაც მარა განყოფილებაში გეუბნები
– რას ქვია? არ შეიძლება, რაზე გელაპარაკეს, რეები აკითხინეს?
-რაც იცი მომიყევიო, მკითხეს ეგონათ რო ანასთან სხვანაირად მოვყვებოდი რამეს.