“როგორც ჩანს, ბავშვები ნაკლებად ექვემდებარებიან კორონავირუსით ინფიცირებას, მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ დაინფიცირება და ეს მნიშვნელოვანია. ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის საკითხის გაგება ჯერ კიდევ შეზღუდულია. ისინი შეიძლება დაინფიცირდნენ, რაც ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მაგრამ მათ უფრო მსუბუქი დაავადება აქვთ. გადაცემის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაგები.”
მარია ვან კერხოვე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელი
მისივე განმარტებით, ვირუსი ნაკლებად არის გავრცელებული მცირეწლოვან ბავშვებში, ხოლო 10 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში გავრცელება ისეთია, როგორც ახალგაზრდებში.