aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა ფაშინიანი აზერბაიჯანელი ქალებისადმი მიმართვას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანელმა ქალებმა, დედებმა და დებმა უნდა ჰკითხონ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რა შეიძინეს საკუთარი ახლობლების დაკარგვის, პირადი ტრაგედიის ფასად და რა უშლის ხელს პრობლემების განხილვას მშვიდობიან პირობებში, მოლაპარაკების გზით – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა ფაშინიანმა განაცხადა.

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა დაძაბულია, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანულმა მხარემ ოთხი სამხედრო დაკარგა. როგორც კამპანიის „ქალები მშვიდობის სახელით“ ინიციატორი, მივმართავ აზერბაიჯანელ ქალებსა და დედებს, მოუწოდონ საკუთარი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ მმართველობას, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, არ ჩააგდონ საფრთხეში აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვების სიცოცხლე. აზერბაიჯანელმა ქალებმა, დედებმა და დებმა უნდა ჰკითხონ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რა შეიძინეს საკუთარი ახლობლების დაკარგვის, პირადი ტრაგედიის ფასად და რა უშლის ხელს პრობლემების განხილვას მშვიდობიან პირობებში, მოლაპარაკების გზით. განსაკუთრებით პანდემიის დღეებში, სახელმწიფოს მეთაურებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზრუნვისკენ, რომ მათი ქვეყნები და მოსახლეობა დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, იბრძოლონ საერთო მტრის, ეპიდემიის წინააღმდეგ. საყოველთაო დაზავების შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების გათვალისწინება არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ სახელმწიფოთა ლიდერებს. ომებს ყოველთვის უნდა ერიდო, ყოველთვის არსებობს ალტერნატივა“, – აცხადებს ანა ფაშინიანი.

იტვირთბა....