ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა ლარის ხვალინდელი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 14 ივლისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით დასტაბილურდა.

1 აშშ დოლარი ხვალ 3.0614 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0624 ლარი ღირდა.

ხოლო, შედარებით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4673 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4593 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 ივლისისთვის ამოქმედდება.

იტვირთბა....