პარლამენტში დეპუტატები დღეს განიხილავენ და კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც მმართველ გუნდს საგანებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესძლებლობას გაუხანგრძლივებს.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობას საგანებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება წლის ბოლომდე, 2021 წლის პირველ იანვრამდე შეეძლება.
კენჭისყრას არ დაესწრება ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ პროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ის არადემოკრატიულია.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. ამის შემდეგ მტავრობას მიენიჭა უფება, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შესძლებოდა შეზღუდვების დაწესება. აქამდე მოქმედი დროებითი ნორმით, ეს წესი 15 ივლისამდე მოქმედებს.