ახალი ამბები

ნიკა გვარამია: “დაკავებულ გაგნიძესა და ჟვანიას თეა წულუკიანი მფარველობს”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებულ გაგნიძესა და ჟვანიას თეა წულუკიანი მფარველობს. მისი თქმით, შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელებმა საქმის მოგვარება “კაწროსთან” დაახლოებულ პირს, დაჩი ბუაძეს გაანდეს. “კაწრო” ბუაძის ქორწილის ვიდეოშიც ჩანს, რომელიც ნიკა გვარამიამ გადაცემის მსვლელობისას გაუშვა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა.

ფოტო: მთავარი არხი

“კაწრო”, რომელზეც “მთავარმა არხმა” არაერთი რეპორტაჟი მოამზადა, ასევე დაახლოებულია არაერთ გავლენიან პირთან. მათ შორის არიან: გოჩა ენუქიძე – რაჭის მაჟორიტარი, რომელმაც “კაწრო” რაჭაში წაიყვანა; ირაკლი ხელაძე – “კაწროს” მეზობელი და მეგობარი. 2012 წელს ისინი ერთად იყვნენ ჩართული თეა წულუკიანის საარჩევნო კამპანიაში, როდესაც წულუკიანი ნახალოვკაში იყრიდა კენჭს; მიხეილ ამაშუკელი – ასევე წულუკიანის კამპანიაში კამპანიაში ჩართული პირი.

გვარამიას ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრი წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს, გაგნიძესა და ჟვანიას მფარველობს. წულუკიანი აკეთებს სწორედ იმას, რაშიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. კერძოდ, იგი დაკავებულებს უქმნის ციხისთვის შეუსაბამოდ კომფორტულ პირობებს. ბრალდებულები ფორმალურად იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში – სწორედ წულუკიანის შემწეობით” – განაცხადა პირდაპირ ეთერში გვარამიამ.

 

იტვირთბა....