მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე, მულახის თემში არსებულ მდინარე მულხურაში “მიცუბიში დელიკას” მარკის ავტომობილი გადავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები, რომლებიც მდინარიდან მანქანის ამოყვანას ცდილობენ.