სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თოვუზის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სროლის შედეგად ორივე მხარეს არიან დაღუპულები.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სროლები ამ დროისთვისაც გრძელდება.