“ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე მუშაობის დაწყების პირველივე ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა დაურეკა. მისი თქმით, გიორგობიანს ბოლოს მასთან 6 წლის წინ, 2014 წელს აქვს განხორციელებული.
“შაქარაზე წერა დავიწყე თუ არა, პირველი ვინც დამირეკა იყო, არც მეტი არც ნაკლები ნინო გიორგობიანი! მერე მიაწერინა ახლობელ ჟურნალისტს, მერე მომწერა თავად – უშედეგოდ.
ბოლოს მან ჩემთან 2014 წელს დარეკა თამაზაშვილზე დაწერილი მასალის გამო! (მას მერე კონტაქტი არ გვქონია). იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ვიცი მის წვლილზე ჩემი შვილის დაჭერის და “ქრონიკა+”-დან ჟურნალისტების წაყვანის საქმეში, პერსონალურ ანგარიშსწორებაზე არასოდეს მიფიქრია!
ის რასაც ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში ჩადის, არის სისხლის სამართლის დანაშაული და მან პასუხი უნდა აგოს! პირველს ფოტოგრაფმა დაურეკა სწორედ მას და ეს ზარი საქმის მასალებიდან გამქრალია! 112-ის ზარი დადგმულია!
p.s.უპასუხო ზარების სქრინს დავდებ ქვემოთ !
#შაქარასარგაგიტარებ” – წერს ელისაო კილაძე.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.