“საზოგადოება შეძრულია 19 წლის შაქარაშვილის ტრაგედიით, რომელიც ამ დღეებში მოხდა. მთელი პასუხისმგებლობა ამ საზარელ მკვლელობაზე ეკისრება არც მეტი არც ნაკლები ქვეყნის მმართველ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილის. სწორედ მან შექმნა ქურდული გაგების სპორტსმენტთა ზონდერები, ისინი დააფინანსა, დააორგანიზა, მოიყვანა მთავრობასა და პარლამენტში… აჰა, შედეგიც – ჩვენი შვილების გვამები გზებსა თუ სხვა ადგილებში”
შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა
შეგახსენებთ, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.