მთავარი ციტატა

“აღნიშნულ დაზიანებებს წყალში მოძრაობით ანდა ზედაპირზე დაგორებით ვერ მიიღებდა”- ალექსანდრე გეჯაძე

“აღნიშნული ხასიათის დაზიანებებს წყალში მოძრაობის დროს რაიმე საგნებზე შეჯახებით, მაღალი ალბათობით, ვერ მიიღებდა. რაც შეეხება ზედაპირზე დაგორებისა და დაცემის დროს, იმ ზედაპირს, რაც ტელესივრცეში იქნა ნაჩვენები, ამ მიმართულებითაც ამ დაზიანებების განვითარება ძნელი წარმოსადგენია. მას მოკლე შორტები ეცვა და მოკლემკლავიანი ზედა ტანსაცმელი. თუნდაც სხეულზე სისხლნაჟრენთებთან ერთად უნდა ჰქონოდა განაკაწრები, რაც არ აღენიშნებოდა. ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მას ზედაპირზე დაგორებით მიეღო დაზიანებები.”

ალექსანდრე გეჯაძე – შაქარაშვილის საქმეში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტი

ამის შესახებ ალექსანდრე გეჯაძემ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.

თუმცა, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ კონკრეტული პასუხები იქნება კომისიური ექსპერტიზის შემდეგ.

საქართველოს პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. დასკვნის თანახმად,  გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ადასტურებს, რომ თირკმელში აღმოშნდა პლაქტონი, რაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად ასფიქსია გახდა.

ხოლო, გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხდვით გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. შაქარაშვილებისდ ოჯახი დაზარალებული ოჯახი “ტოიოტა ქამრის” მანქანის ექვსივე მგზავრის 109-ე მუხლით გასამართლებას ითხოვს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....