“ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებს მინდა მივმართო, თუ ვინმეს ოდნავ გონი შემოგრჩათ ხელისუფლებაში. მითხარით ვინ არის გია აბაშიძე და ვინ არის ეს არამზადა, არაკაცი, რომელიც თავს უფლებას აძლევს, მკვლელობის დღეს, როდესაც ექსპერტიზის დასკვნები უკვე გასაჯაროვებულია და უამრავი დარღვევა და საქმის ჩაფარცხვის უამრავი ფაქტი, სწორედ იმ ადამიანებმა გამოვააშკარავეთ ვინც მის სტატუსშია დასახელებული გვემუქრება, რომ თურმე არჩევნების მერე ევროპული სტანდარტებით გაგვისწორდება.”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
ამის შესახებ კილაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რითაც გამოეხმაურა, ექსპერტ გია აბაშიძის “ფეისბუქ” პოსტს.