თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფაქტი თურქეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, აია-სოფია მეჩეთად გადააკეთოს.
ცნობისთვის, იუნესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აია-სოფია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, ამიტომ მისი სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ორგანიზაციას წინასწარ უნდა ეცნობოს.