“საამაყო” მეგობრები თემქის ღრეობიდან!! მეგობარი უკვე მკვდარი და დაკარგული ჰყავთ და არც კი კითხულობენ სად არის.ღრეობენ გამოთაყვანებული,არაფრისმთქმელი სიფათებით!! ვინ არიან?რა ოჯახებში, რა ღირებულებებზე იზრდებიან? გამოძიებას შეიძლება დაუძვრეთ არაადამიანებო,მაგრამ უფალს ვერ დაუძვრებით!!! მალე ყველას მოგიკაკუნებთ მისი სამართლიანი ხელი!! იმ ბავშვის ცოდვა არ გაგახარებთ არც ერთს,ვისაც ხელი გირევიათ და “წვლილი მიგიძღვით”ამ ტრაგედიაში!!”
თამარ ივერი – ოპერის მომღერალი
აღნიშნული განცხადება თამარ ივერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ჟურნალისტმა ვახო სანაიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, საიდანაც დგინდება, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ინციდენტის შემდეგ არა სახლში არამედ, თემქაზე, წვეულების გასაგრძელებლად წავიდა.
პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.