aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო ეს რიტუალური დასჯა?” – კუპრავა შაქარაშვილის საქმეზე

“შსს-ს, პროკურატურას, ექსპერტიზას თავისი გეჯაძიანად და შაქარაშვილის ბიძას ერთობლივად უჭირავთ დიდი ჩალის ზვინი და ცდილობენ იგი საქართველოს გადააფარონ. ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ ცხედარს აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები და მსხვილ დაზიანებებზე საუბარი არ ყოფილა, დღეს ვიგებთ, რომ ცხედარს დაზიანებები მიღებული აქვს სიცოცხლის პერიოდში. მოგვიმრავლდა საქართველოში რიტუალური დასჯები და ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო ეს რიტუალური დასჯა? საქმეში ჩართულია მთელი სისტემა და ქუჩა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზვიად კუპრავა – „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი

ამის შესახებ კუპრავამ ტვ პირველის გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. უწყების ცნობით, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. შეგახსენებთ, ქსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....