ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ფეხი დაუცდა” ვერსიას რომ განიხილავდნენ ძირითად ვერსიად, ახლა რას ეუბნებიან საზოგადოებას?!” – გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია 19 წლის ფეხბურთელის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქმე რეალურად ტელევიზიებმა გახსნეს და რჩება მთავარი კითხვა, – ვინ აფარებს მკვლელებს ხელს. ამის შესახებ გვარამიამ სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“ყველაფერი მთავარმა არხმა მოიგონა ხომ?
არადა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მთავარმა არხმა გახსნა. სხვა ოპოზიციურმა ჟურნალისტებმა და ტელევიზიებმაც, ცხადია.
ახლა, დარჩა მთავარი პასუხგაუცემელი შეკითხვა: რატომ აღმოჩნდნენ ტელევიზიები საქმის გამომძიებლები და რატომ არ გაიხსნებოდა საქმე, რომ არა მედიის აგრესიული შეტევა გამოძიებაზე? ანუ:
ვინ აფარებდა ხელს მკვლელებს და ვინ აიძულებდა და დღესაც აიძულებს გამოძებას კვალის არევას?
ps და ბიძა და დამოუკიდებელი ექსპერტი აქამდე რომ იძახდნენ, არავითარი დაზიანების კვალი არაა სხეულზეო, ახლა რას ყვებიან, უამრავი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება რომაა სხეულზე? “ფეხი დაუცდა” ვერსიას რომ განიხილავდნენ ძირითად ვერსიად, ახლა რას ეუბნებიან საზოგადოებას?!” – წერს გვარამია.
ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....