aviabiletebi
მთავარი სამართალი ციტატა

“ხელისუფლება ამ საქმეს უნდა გადაყვეს” – ბარამიძე შაქარაშვილის საქმეზე

“შაქარაშვილის საქმეს მოყვება საზოგადოების უკმაყოფილება და შესაძლოა, მღელვარებაც.  მინდა, რომ მან გამოიწვიოს “ქართული ოცნების” მარცხი არჩევნებზე. წესით, ხელისუფლება ამ საქმეს უნდა გადაყვეს, იმიტომ რომ სრულიად ახალგაზრდა სიცოცხლე დავკარგეთ, სახელმწიფო კი პასუხს არ გვცემს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალექსანდრე ბარამიძე – იურისტი

ამის შესახებ ბარამიძემ ტვ პირველის “დღის ამბებში” განაცხადა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. უწყების ცნობით, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება.

იტვირთბა....