ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მკვლელი სადისტები! ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!” – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა, ვინც 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობაში მონაწილეობდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“მკვლელი სადისტები! უდანაშაულო, მზესავით ბიჭი ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს. ნაძირალა მკვლელია ყველა, ვინც ეს ამბავი იცოდა და ხმას არ იღებდა. ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! გული მაქვს გაგლეჯილი” – წერს კვესიტაძე.
ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....