aviabiletebi
მთავარი სამართალი ციტატა

“კვალიფიკაციის შეცვლა ექსპერტიზის დასკვნამდეც შეიძლებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მიზანმიმართულად არ გააკეთეს” – ალექსანდრე ბარამიძე

“საბოლოოდ პროკურატურას მოუხდა ფაქტების შესაბამისი კვალიფიკაციის განსაზღვრა. აქამდეც კვალიფიკცია უნდა ყოფილიყო განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, იმიტომ რომ ყველა ფაქტი მიუთითებდა ამაზე. ამის გაკეთება შეიძლებოდა ექსპერტიზის დასკვნამდეც, მათ შორის გვამის გაკვეთის შემდეგ პირველივე საათებში. მაშინვე შეიძლებოდა იმის გამოკვეთა, რომ ეს იყო ძალადობის შედეგად დამდგარი სიკვდილი.იმდენი რამ გააფუჭეს და არ გააკეთეს ამ სამი კვირის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ეს მიზანმიმართულად ხდებოდა, რომ არ გამოძიებულიყო დანაშაული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ალექსანდრე ბარამიძე – იურისტი

ამის შესახებ ბარამიძემ ტვ პირველის “დღის ამბებში” განაცხადა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. უწყების ცნობით, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. შეგახსენებთ, ქსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

იტვირთბა....