გიორგი შაქარაშვილის საქმის “ოქროს მოწმე” გური ამირხანაშვვილი გამოძიებამ უვე დაკითხა და მან შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა.
უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ამირხანაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. კომენტარი არ გააკეთა ამირხანაშვილის ბაბუამაც, რომელიც საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას გური ამირხანაშვილთან. თუმცა სავარაუდოა, რომ მისი დაბარება გავრცელებულ ვიდეოკადრებს უკავშირდებოდა, სადაც ჩანს, რომ ის“ტოიოტა ქამრიდან” გადმოსვლის შემდეგ დიდუბეში რამდნემე წუთის განმავლობაში უცნობ პირს ელაპარაება.
შეგახსენებთ, “მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ გურამ ამირხანაშვილს უცნობი პირი ხვდება და მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. აღნიშნული ფაქტი გური ამირხანაშვილს გამოძიებისთვის მიცემულ არცერთ ჩვენებაში უხსენებია. ასევე, იყო ვარაუდი, რომ აღნიშნული პირი სწორედ ავთადილ ბილანიშვილი, იგივე, “კაწროა”. ამიტომ, გამოძიებამ ამ ვიდეოკადრების გამო ის გუშინ დაკითხა.
თუმცა, დაკითვის პერიოდში, გამოძიებამ დაადგინა, რომ პირი, რომელიც შაქარაშვილის საქმის მოწმეს გური ამირხანაშვილს “ტოიოტა ქამრიდან” გადმოსვლის შემდეგ დიდუბეში რამდნემე წუთის განმავლობაში ელაპარაება, ხაშური მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილია.