“საქართველოში მძვინვარებს კორუფცია და ეს არის პირდაპირი კორუფციული სქემები, სადაც ტენდერების 50%-ში ერთი კომპანია იღებს მონაწილეობას და, შესაბამისად, ის იგებს. ასეთი პრეცედენტი, რომ ტენდერების გარეშე პირდაპირი შესყიდვა ჩატარდეს, არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს. საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან სუფთა და წესიერი ბიზნესი და პოლიტიკის ცნება. დღეს, სამწუხაროდ, ბიზნესი ქართული ოცნების მარწუხებშია მოქცეული და ქვეყანაში თუ ვინმე ფიქრობს, რომ თავისუფალ ბიზნესს აკეთებს, ძალიან ცდება”
მამუკა ხაზარაძე – “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი
აღნიშნული განცხადებით, ხაზარაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარტიებიდან ყველაზე მეტი დაფინანსება “ქართული ოცნებას” აქვს.