ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რატომ გააუქმეს მთავარმა მოწმეებმა ფეისბუქ-გვერდები” – იურისტი “მეტრონომთან” შაქარაშვილის საქმეზე

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში მთავარმა მოწმეებმა, – ანი გაბეჩავამ, გური ამირხანაშვილმა და ვახო ახვლედიანმა საკუთარი “ფეისბუქ-პროფაილები” გააუქმეს. ამ ფაქტს იურისტი მიხეილ რამიშვილი იმით ხსნის, რომ საზოგადოების მხრიდან ამ საქმით დაინტერესება დიდია. როგორც მან “მეტრონომს” განუცხადა, გამოძიება ფეისბუქ-მიმოწერით უნდა დაინტერესებულიყო, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვანი დეტალები სწორედ “ჩათში” ყოფილიყო, რომელიც “პროფაილების” გაუქმებასთან ერთად წაიშალა.

“ალბათ საზოგადოების მხრიდან გარკვეული პოზიციის დაფიქსირებიდან გამომდინარე გააუქმეს და ყველა ადამიანს თავისი შეხედულება გააჩნია. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, როგორც გამოძიებასთან, ასევე ყველასთან მიმართებაში.

საერთოდ, თავიდანვე ყველაფრით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება. ისეთი რეზონანსული საკითხია, რომც ასე არ იყოს, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სრულად უნდა მოქმედებდეს გამოძიება. მტკიცებულბებს უნდა იპოვებდეს, რომ საქმე გახსნილი იყოს და შესაბამისი ქმედებებით დასტურდებოდეს ამა თუ იმ პირის ბრალეულობის საკითხი. ეს იქნებოდა პირად სივრცეში SMS-ები თუ სხვა, – ეს უკვე მათი პრეროგატივაა და ამ ქმედების განხორციელება გამოძებაზეა დამოკიდებული” – თქვა “მეტრონომთან” მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირი. გამოძიება გრძელდება.

იტვირთბა....