ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

FBI: ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს, FBI-ის დირექტორის, კრისტოფერ რეის თქმით, ჩინეთი “ყველაზე დიდი და გრძელვადიანი საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის”. მისი განცხადებით, ჩინეთი ყველანაირ მეთოდს მიმართავს, მათ შორის ამორალურსა და სახიფათოს, რომ გახდეს მსოფლიოში ერთადერთი სუპერძალა. ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე კრისტოფერ რეიმ ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში ისაუბრა. ამის შესახებ ევროპული გამოცემა Politico-ს წერს.

“ჩინეთის გეოპოლიტიკური მოქმედებები საფრთხეს წარმოადგენს აშში-ს ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ყველაზე დიდი გრძელვადიანი საფრთხე ჩვენი ერის ინფორმაციისა და ინტელექტუალური საკუთრებისთვის და ჩვენი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობისთვის არის ჩინეთის კონტრდაზვერვა და ეკონომიკური ჯაშუშობის საშიშროება” – განაცხადა რეიმ.

აქვს შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეკინი ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ არასათანადო რეაგირებაში დაადანაშაულა.

 

ფოტო: Win McNamee/Getty Images

იტვირთბა....