aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

“ვახუშტი კოტეტიშვილმა და ვახტანგ კიკაბიძემ გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით თავიანთი ხელმოწერები უკან გაიწვიეს” – ნათელა მაჭავარიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვახტანგ კიკაბიძემ და ვახუშტი კოტეტიშვილმა გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით თავიანთი ხელმოწერები უკან გაიწვიეს – ამის შესახებ, “თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე” გასამართლებული გეგა კობახიძის დედამ, ნათელა მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არქივში აქვს ყველა დოკუმენტი ჩაბარებული და იქ ყველას გვარები წერია.

„დახვრეტის გაუქმების მოთხოვნის მიზნით შეგროვდა ხელმოწერები და შემდეგ ზოგიერთებმა ეს ხელმოწერები უკან გაიწვიეს. არქივში მაქვს ჩაბარებული ყველაფერი და იქ ყველას გვარები წერია. როცა წლები გავა, ნახონ ამ ადამიანთა შთამომავლებმა, რა ბებიები და ბაბუები ჰყავდათ. ეს ადამიანური მომენტია – რა დააშავა შვილიშვილმა, თუ ასეთი გარეწარი ბაბუა ჰყავდა. რა დააშავა შვილმა, თუ ასეთი მამა ჰყავდა. ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი, რომ არაკაცია. არაფერი მიპასუხა. ვახუშტი კოტეტიშვილმა ამიღო ბილეთი ტრანსპორტში და მე ვუთხარი, შენი აღებული ბილეთი არ მინდა“, – აცხადებს ნათელა მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ 1983 წლის 18-19 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით, შვიდმა ახალგაზრდამ, რომელთა შორის იყო 6 მამაკაცი და 1 ქალი იყო, ავიაკომპანია “აეროფლოტის” სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდნენ: კინომსახიობი გეგა კობახიძე, ხელოვნების აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და ხელოვნების აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი.

იტვირთბა....