aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში გველის კვერცხები საძინებელში იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდში, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ბავშვებმა გველის კვერცხები ნახეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო “ათინათი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბავშვებმა ქვეწარმავლის კვერცხები ბუხარში იპოვეს.

„ერთი კვირის წინ შეამჩნიეს ბავშვებმა, ხვრელში შეძვრა, საკმაოდ გრძელი კუდი ჰქონდაო. დამირეკეს, ტიროდნენ გვეშინიაო, მეც ვინერვიულე.

რომ მივედი ვერაფერი ვნახე. მეზობელი თოფით მოსულა და დარაჯობდა. ამის მერე ბუხარს ყოველდღე ვამოწმებდი.

გუშინ კი 17 ცალი კვერცხი დაუდია და ისევ ბავშვებმა იპოვეს. სადაც ვწევართ იმ ოთახში დადო კვერცხები. სახლს ბევრი ხვრელი აქვს და არ ვიცი რომელი ერთი ამოვავსო ნაჭრით.

ღამეებს ათევენ მეზობლები, დარაჯობენ, კვერცხები გარეთ გაიტანეს, შესაძლოა მოაკითხოსო. ცუდ მდგომარეობაში ვართ, წლებია ბინას ველოდებით, თუმცა დღემდე ვერ მივიღეთ. ბავშვები ვერ იძინებენ, შეშინებულები არიან”,- ამბობს რადიო „ათინათთან“ ოჯახის წევრი.

იტვირთბა....