ახალი ამბები მთავარი სამართალი

‘ახვლედიანი ამბობს, ისინი მოგვდევდნენ საცემადო, პირველ ჩვენებაშიც ამას ამბობს, მეორეშიც და ყოველთვის ამას გაიმეორებს”- შაქარაშვილის საქმის ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული ვახო ახვლედიანის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის განცხადებით, არსებული ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფა ჩვენება შეცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვახო ახლედიანი გამოძიებას პირვეკ და მეორე ჩვენებაში ერთი შინაარსის ინფორმაციას აძლევს და ამბობს, რომ მათ საცემად მისცევდნენ.

მისივე თქმით, ახვლედიანმა გამოძიებასთან მხოლოდ ის უარყო, რომ “ტოიოტა კამრის” მგზავრების მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია.

“ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. მეორე ჩვენება ეს არის გაგრძელება მისი, პირველი ჩვენება არის თხრობა, მეორე ჩვენება არის კითხვა-პასუხი, ანუ ეს არის ჩვენების დაზუსტება და არა ჩვენების შეცვლა. ყველა ჩვენებაში ამბობს, რომ მას მისდევდნენ საცემად.

კითხვა აქვს გამომძიებელს დასმული, თქვენ მიმართ თუ იყო ფიზიკური ზიანის მიყენების ან რაიმე უბედურების მომტანი, ან ცემა, წამება, განადგურების მუქარა, ასეთი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ მათი მოქმედებით ყველაფერი აიხსნებოდა, ანუ ისინი მოგვდევდნენ საცემადო. პირველ ჩვენებაშიც ამას ამბობს, მეორეშიც და ყოველთვის ამას გაიმეორებს,”- აცხადებს მზია ქასრაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული ვახო ახვლედიანის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, სადაც  და “ტვ პირველი” ცრუ ინფორმაციის გაშუქებაში დაადანაშაულა. განცხადების თანახმად, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვახო ახვლედიანმა მეორე ჩვენებაში “ტოიოტა კამრის” მგზავრების მხრიდან დევნა უარყო, არასწორია.

იტვირთბა....